logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: ამ ნაძირლებს უამრავი ფაილი ექნებათ საქართველოდან გატანილი
- +

5 აპრილი. 2016. 16:47



პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არაფერში სჭირდებოდა ამ კადრების გავრცელება.


 

„ეს სიბინძურეები მიშას პერიოდში არის გადაღებული. ასეთი პროვოკაციებით, შანტაჟით მართავდნენ ქვეყანას... კადრების გავრცელება ძალიან მარტივია, თანამედროვე ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ნებისმიერს შეუძლია მათი ატვირთვა. მაგრამ გამავრცელებლის პოვნა შეუძლებელია. არ მგონია, საქართველოს ჰქონდეს ტექნიკა, რომელიც ამის დადგენას შეძლებს... ეჭვი მეპარება, საქმე ბოლომდე გახსნან. პიროვნება, რომელმაც ეს კადრები გაავრცელა, თავისი სახელით ხომ არ დარეგისტრირდებოდა?! ამ ნაძირლებს უამრავი ფაილი ექნებათ საქართველოდან გატანილი. კადრების გავრცელების პრევენცია შეუძლებელია", - განაცხადა თარგამაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner