logo_geo
eng_logo
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე საქართველოს ნაკრები არგენტინასთან 26:37 დამარცხდა
- +

31 მაისი. 2017. 20:28



მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე საქართველოს ნაკრები არგენტინის ნაკრებთან ანგარიშით 26:37 დამარცხდა. მატჩი პოზიტიურად დაიწყო საქართველოს ნაკრებმა, მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. მიუხედავად კარგი სტარტისა, ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ შეძლო.


აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს. მე-18 წუთზე კი გელა აფრასიძემ 57 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა.


25-ე წუთზე სანტიაგო რუიმ მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნომ გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა. 35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა. 38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმაც შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე არგენტინელებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიში 23:12 გახადეს.. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრების მცდელობები არ გამართლდა.


62-ე წუთზე მატია სოსამ ლელო დადო, არგენტინას 5 ქულა დაუმატა, გარდასახვა მეტოქემ ზუსტად გაიტანა და ანგარიში 12:30 გახდა. 66-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის პირველ შეხვედრაში პირველი ქართული ლელო დადეს. ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გელა აფრასაიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:30 გახდა.


68-ე წუთზე არგენტინამ ისევ გაჭრა მეტოქის ხაზი და მორიგი ლელო დადო. ლელოს ავტორი ვაუტისტა სტავილე-ვრავინი გახდა. 72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა არგენტინას მეორე ლელო დაუდო. ლელოს დამიწება უჩა ჭეიშვილმა შეძლო, ხოლო გიორგი გოგოლაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 26:37 გახდა.


მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს, სამხრეთ აფრიკასთან 18:00 საათზე გამართავს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner