logo_geo
eng_logo
31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში შემომავალი მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები დაამუშავა
- +

31 მაისი. 2017. 22:33


 


სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე დაამუშავა 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები.


რეგიონში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა ზომა აღემატებოდა 35 მმ-ს.


სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებით ზემოქმედება განხორციელდა კახეთის 5 რაიონში: თელავში, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხში და გურჯაანში.


კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა აქტიური ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექი ნაწილობრივ ხორხოშელისა და ნაწილობრივ ბრტყელი წვიმის სახით ჩამოიშალა.

 











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner