logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: კანონი დაუშვებს, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს სიის პირველი ნომერი
- +

5 აპრილი. 2016. 16:49



დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შვიდი მინისტრის საარჩევნო სიაში ჩაწერას და ამით საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისის ხელოვნურად გამოწვევას არ ელოდება. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ხელისუფლებაში მყოფი გუნდისთვისვე იქნება საწინააღმდეგო და მას კარგს არაფერს მოუტანს.



ბერძენიშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება, „რესპუბლიკელები"  მხარს დაუჭერენ.



ის, რომ ამ თვალსაზრისი შეზღუდვა პრემიერ-მინისტრზე არ გავრცელდება და საარჩევნო სიაში მისი ყოფნა მის გადადგომას არ გამოიწვევს, რაც იმავდროულად, მთავრობის გადადგომასა და კრიზისს იწვევდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ. აღნიშნული ცვლილებება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც მოწონებულია - პირიქით, თავიდანვე იყო შენიშვნა, თუ რატომ უნდა გამოიწვიო კრიზისი ხელოვნურად. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია, რომ საარჩევნო სიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. იმის გამო, რომ კანონში პრობლემები იყო, გვქონდა უცნაური სიები - მაგალითად, პარტიას ერქვა სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" ან ერქვა ბიძინა ივანიშვილი და სხვა გვარები იმიტომ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ და მოქალაქეს სცოდნოდა, ვისი პარტია იყო. ამ შემთხვევაში კანონი დაუშვებს, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს სიის პირველი ნომერი და ქართულ ოცნებას" აღარ დაერქმევა კვირიკაშვილი - ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner