logo_geo
eng_logo
ოთარ ანთია: კერძო კომპანიებისგან ველოდებით წარმატებული ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას
- +

1 ივნისი. 2017. 00:59



პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia" უმასპინძლებს. გამოფენა „აწარმოე საქართველოსა"და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 2-3 ივნისს გაიმართება.


ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით "tvპირველის" ეთერში „აწარმოე საქართველოს" მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დეტალურად ისაუბრა:


„ღონისძიება ქვეყნისთვის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო კომპანიებისგან ველოდებით, რომ მოახერხონ საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოყვანა და შესაბამისად წარმატებული ბიზნეს საქმიანობის განხორციელება. ღონისძიების ფორმატით გათვალისწინებულია, საერთაშორისო ბრენდების პრეზენტაცია, რომელსაც რეგიონის ბევრი მეწარმე სუბიექტი დაესწრება. ვგულისხმობ, როგორც საქართველოს ასევე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს. ჩვენი სააგენტოს ჩართულობით მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას აუცილებელ და საჭირო ინფორმაციას ნაბიჯების შესახებ, რომელიც აუცილებელია ფრენჩაიზის ლიცენზიის მიღების დროს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და 2-3 ში დაესწროს ღონიძიებას", - განაცხადა ოთარ ანთიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner