პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia" უმასპინძლებს. გამოფენა „აწარმოე საქართველოსა"და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 2-3 ივნისს გაიმართება.
ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით „tvპირველის" ეთერში „აწარმოე საქართველოს" მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონიძიების მიმართ კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს.
„დღევანდელი მონაცემებით ღონისძიებას დაესწრება 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი. აქტიურად ვიყავიტ ჩართულები, კერძო კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. ინტერესი ძალიან მაღალია, მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიმართ. პირველი კომუნიკაცია ბენეფიციარებთან გვქონდა", - განაცხადა ოთარ ანთიამ.