თურქეთში, შირნაქის პროვინციაში გუშინ სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
„შირნაქის პროვინციის ულუდერეს რაიონში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზს დაეჯახა", - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაღუპულებს შორის არიან გენერალი, ორი პოლკოვნიკი და საშუალო რგოლის ოთხი ოფიცერი.