logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საზოგადოების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესსაც უნდა ემთხვეოდეს
- +

1 ივნისი. 2017. 11:59



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „რეზონანსთან" ინტერვიუში კონსტიტუციის პროექტზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, კონსტიტუციაზე მუშაობისას საზოგადოების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესსაც უნდა ემთხვეოდეს.


„შეხვედრების სტენოგრამების გაშიფვრა მოხდება, შემდეგ მოსაზრებების შეკრება, რასაც სახელმძღვანელოდ დავიდებთ და ვიმსჯელებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა ოპტიმალური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღოთ. საზოგადოების ინტერესი ამავე დროს სახელმწიფოს ინტერესსაც უნდა ემთხვეოდეს. შემიძლია, რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი - ეს არის, მაგალითად, მიწის საკითხი, შრომის ინსპექცია, ქორწინების საკითხი და საარჩევნო სისტემა. ყველა მათგანთან დაკავშირებით აბსოლუტური დარწმუნებით და პასუხისმგებლობით შემიძლია გიპასუხოთ, რომ ეს თემები გადაწყდება სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მიწის გასხვისების მაქსიმალური აკრძალვა და შეზღუდვა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება და ისიც სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს, „ქართული ოცნების" იდეაა და მორატორიუმიც ჩვენ გამოვაცხადეთ თავის დროზე. ასევე ქორწინების საკითხი განვსაზღვრეთ კონსტიტუციით, რასაც საზოგადოება ძალიან დიდი სიხარულით ხვდება. ასევე შრომის ინსპექტორი და ინსტიტუტი განვაახლეთ. ამ გზით როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი იქნება დაცული. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თეორიულ რისკებზე იყო ხოლმე საუბარი და ამის გამორიცხვაზე პირველებმა დავიწყეთ მუშაობა. რა თქმა უნდა, 20%­იანმა პარტიამ, პირველ ადგილზე გასულმა, ვერ უნდა შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტება და ვერც 2 და 3%­იანმა პარტიამ უნდა შეძლოს უბრალო უმრავლესობის დაკომპლექტება. ეს არის თეორიული რისკები და ამის გამორიცხვას ვაპირებთ კონსტიტუციის დონეზე. მოკლედ, შეჯამების სახით გეტყვით, რომ ამ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია გვექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner