საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
„დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრება პრეზიდენტი", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.