logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი მედიას აფგან მუხთარლის საქმეზე: როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და...
- +

1 ივნისი. 2017. 12:05



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა და მედიას თხოვნით მიმართა, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.


„პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner