logo_geo
eng_logo
სანამ სუნთქავ - ცოცხლობ, სანამ ხალხს ახსოვხარ - ცხოვრობ...
- +

1 ივნისი. 2017. 12:19

 

 

 

თამაზ ანთაძე (მარჯვნიდან მესამე)

 

2017 წლის 1 ივნისს 82 წელი სრულდება გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის და სპორტის მოღვაწის, თამაზ ანთაძის დაბადებიდან. ახლობლებსა და სპორტულ წრეებში  უფრო მეტსახელით, „ფარჩო"-თი მოიხსენიებდნენ . „ფარჩო“ თბილისის „ბურევესტნიკის" ხელბურთელთა განთქმული გუნდის პირველი კაპიტანი, გამთამაშებელი და  ერთ-ერთი ლიდერი იყო. სწორედ მან ჩაიბარა საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის დაწესებული თასი 1962 წელს.

ხელბურთ
ამდე იყო  კალათბურთი, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, შესანიშნავად იდგა თხილამურებზე, იყო აზარტული წყალქვეშ მონადირე.  სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში - 6 მატჩი, 6 გოლი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ  მუშაობდა მწვრთნელად, სამშობლოშიც და  უცხოეთშიც.  ქუვეითის კლუბების „ალ-არაბის" (1989-1990), „კლაბ ქუვეითის (1991-1992) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993-1994) მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „ალ-არაბიმ ქვეყნის თასი მოიგო (1990), „კლაბ ქუვეითი მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994).


შემდეგ იყო მისი საყვარელი კახეთი, ტრესტ „ალაზანმშენის მთავარ ინჟინრად მუშაობისას, უდიდესი ამაგი დასდო მხარის სპორტულ ცხოვრებას - მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე - სამთო-სათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.

როგორც ყველა ნიჭიერ
ადამიანს, თამაზ ანთაძის ტალანტსაც ბევრი გამონათება ჰქონდა, საოცარია, მაგრამ  45 წლისა მხატვრობამ გაიტაცა და ლამის კიდევ ერთ პროფესიად ექცა - ცხოვრების ბოლომდე ხატავდა და გამოფენებშიც მონაწილეობდა.

სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა 67 წელიწადი. ბოლო
ს 2002 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს უთავკაცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, იქიდან ჩვეულებრივ, მხნედ  დაბრუნდა, მაგრამ უკურნებელმა  სენმა აღარ დააცადა...

 

ორი წლის წინ  თელავში , ფარჩოს 80 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე ერთმა თელაველმა კაცმა თქვა: - ვინმეს იქნებ  ხმამაღალიც მოეჩვენოს, მაგრამ თელავი ვალშია მასთან. ისე კი, თუ ვალს გაისტუმრებ, რაღაც მდორდება, ვალში ყოფნა კი მუდმივად რაღაცას გაიძულებს. და თუ ასეა, ვიყოთ ხანგრძლივად მასთან ვალში. სანამ სუნთქავ - ცოცხლობ, სანამ უყვარხარ და  ახსოვხარ ხალხს - ცხოვრობ. ჰოდა, კაი ხანს მოუწევს ცხოვრება ამ თბილისელ- ელაველ კაცს“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner