logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: რა ხდება რეგიონებში, რა ხდება სამეგრელოში?
- +

5 აპრილი. 2016. 17:14



ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია ზუგდიდის თეატრში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და ერთ-ერთი ზუგდიდელის წერილს აქვეყნებს:


„რა ხდება რეგიონებში, რა ხდება სამეგრელოში? რაც უფრო მოშორებულია ცენტრიდან, მით უფრო დიდი განუკითხაობა სუფევს! ჩვენ რომ დიდი ქვეყანა ვიყოთ, წარმომიდგენია, რა იქნებოდა! ამიტომაც, ვერასოდეს ვიქნებით დიდი ქვეყანა, რადგან პატარის გაკონტროლებაც არ შეგვიძლია... მე ვიცნობ სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას, ალბათ დაინტერესდება.

 

„ბატონო ცოტნე, მოგესალმებით!

 

თქვენ, როგორც საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანს, გთხოვთ, მხარში დაგვიდგეთ იმ საქმეში, რასაც თეატრის ფიზიკური არსებობა ჰქვია ქალაქ ზუგდიდში. მე ამჟამად თსუ-ში ვსწავლობ, მაგრამ ზუგდიდი და თეატრი ჩემთვის ყველაფერია. ასე რომ, გთხოვთ, იქნებ ეს თემაც გაავრცელოთ ფართო საზოგადოებისთვის. მე ზუგდიდიდან ვარ და ვიცი, რაოდენ საჭიროა შალვა დადიანის თეატრი ჩვენთვის. დღეს კი ის ინგრევა, უფრო სწორად, დანგრეულია, დიდად რეიტინგული ტელევიზია კი ძირითადად კომედი-სკეტჩებს დგამს ამ თემაზე.

 

მოკლედ, ბატონო ცოტნე, დიდად მადლიერი დარჩება ყველა ზუგდიდელი, თუ ამ იდეას დაუჭერთ მხარს.

წინასწარ გიხდით მადლობას,

პატივისცემით, თქვენი უმცროსი მეგობარი

ელიზბარი".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner