პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე „ასავალ-დასავალს" მსახიობი გივი სიხარულიძე ესაუბრა:
„დღეს ბევრი ამბობს - დამნაშავეა, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღო და გაავრცელაო. ისიც დასახვრეტია, ვინც გადაიღო და ისიც, ვინც გაავრცელა, მაგრამ რატომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩანაწერში ნაჩვენები ქალბატონების საქციელი ამორალურია?! არ მინახავს, არც მაინტერესებს, ვინ იყო ამ კადრებში, მაგრამ როგორც ამბობენ, ქმრები და შვილები ჰყავთ. ნუთუ ასეთი უზნეო საქციელი ეკადრებათ ქართველ ქალებს?!" - განაცხადა მსახიობმა გივი სიხარულიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.