logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: ბოლო ოთხი წლის მონაპოვარია, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება ხერხდება...
- +

1 ივნისი. 2017. 15:23

 

 

გასულ კვირას საქართველომ დამოუკიდებლობის 26 წლისთავი იზეიმა. რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში და რა შეცდომებია გამოსასწორებელი, ამ თემაზე ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„რაც ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ხდებოდა შეცდომების ჩათვლით, დიდწილად ლოგიკური გახლდათ და სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული. ამ ფაქტორების ერთობლიობას ქმნიდა ჩვენი ერის ისტორიული გამოცდილება, ტრავმები, კომპლექსები და ა.შ. ამდენად, თეორიულად ალბათ, შეიძლებოდა უკეთესად, მეტიც, იდეალურად წარმართულიყო ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად, ვფიქრობ, სწორედ ამგვარი გზის გავლა იყო ყველაზე რეალური, თავისი შეცდომებით, კატასტროფებით, წარმატებებით და ა.შ.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ამდენი წლის მერეც პოლიტიკური ელიტა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. მმართველი კლასი მიდის, ხდება მისი ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური ძალით და ამას მოსდევს მთელი ბიუროკრატიული აპარატის როტაციაც. ამ თვალსაზრისით მემკვიდრეობით ბიუროკრატიაც არა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არის ძვრები. „ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, გააზრებული ჰქონდა, რომ სტაბილური ბიუროკრატიის გარეშე ქვეყნის წარმატებული ფუნქციონირება წარმოუდგენელია, მით უფრო, პოლიტიკური ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, სრულიად გამოუცდელი გახლდათ და ამ მიზეზით დაშვებულ შეცდომებს ყველა კარგად ვხედავდით.

 

ჩემი აზრით, ბოლო ოთხი წლის მონაპოვარია, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება ხერხდება და დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარება შედარებით უკეთესია. ასევე ბევრად ლიბერალურია ის ეკონომიკური წესრიგი, რაც ბოლო წლებში დამყარდა", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner