ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2916 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6019 ლარად იქნება შესაძლებელი.