ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა რობ უენრაითმა ქართველ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
„თქვენს ხალხზე ჯონ სტეინბეკმა დაწერა: „ვერაფერი გატეხს მათ ინდივიდუალობას და მათ სულს". ვფიქრობ, რომ ეს სული ჩანს იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახორციელებთ. მჯერა, რომ ეს საქმიანობა განვითარდება ევროპოლთან თანამშრომლობის სფეროში დადებული შეთანხმების ფარგლებში. მოუთმენლად ველით საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპელ სამართალდამცველთა საზოგადოებაში. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა ერთად გავხადოთ ევროპა და საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო", - აღნიშნა ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ვიდეომიმართვაში.