„ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელისუფლებამ თვითონ გამოუტანოს თავის თავს განაჩენი",-ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.
გიორგი ჩიქოვანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრიტიკებს ვინც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ძიების დასრულებამდე განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.
„მე არ მესმის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვინც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. არ ვაპირებ ძიების დასრულებამდე ხელისუფლება დავადანაშაულო, რადგან ჩვენი ხელისუფლება რა კურსითაც მიდის ცხადია და თავის თავს თვითონ არ გამოუტანს განაჩენს" , -განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.