საქართველოში წელს ტურისტების რეკორდულ ნაკადს ელოდებიან. იზრდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც პირდაპირი ავიარეისები შესრულდება. ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ, კიდევ უფრო გახშირებული ფრენების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის პარალელურად ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. ქართულ ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლაც დაანონსდა. ივლისში თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნება.