შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია , მაგრამ არასკანდალური...
იცნობდეთ „112" -ის გმირს!
1 ივნისი... შსს...
ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის, 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი...მან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112"-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ბებო პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.
სიკეთეს წახალისება და მხარდაჭერა უნდა...
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!"- წერს პერტაია.