logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა მიმდინარეობს
- +

5 აპრილი. 2016. 18:22



მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინ იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner