logo_geo
eng_logo
ამერიკის შეერთებულმა შტატაებმა ვიზის გაცემის წესი გაამკაცრა
- +

1 ივნისი. 2017. 22:30


Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ახალი წესები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებასაც კი ითვალისწინებს. სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს, ან უარი მიიღოთ.


სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ამერიკის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების დასახელება და ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობის ისტორია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner