logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინზე თავდასხმაში ბრალდებული კიევში დაჭრეს
- +

2 ივნისი. 2017. 00:45



კიევში თავს დაესხნენ ჩეჩენი ეროვნების ადამ ოსმაევს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება 2012 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში სდებს ბრალს. მაშინ ოსმაევს დაუსწრებლად პატიმტობაც შეუფარდეს, თუმცა ის უკრაინაში იმყოფებოდა და დონბასში იბრძოდა.ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.


კიევის ცენტრში თავდასხმის დროს მან მძიმე ჭრილობა მიიღო. უკრაინის შსს-ოს წარმომადგენლის, არტემ შევჩენკოს ცნობით, თავდამსხმელი ოსმაევის და მისი მეუღლის, ამინა ოკუევას ნდობით სარგებლობდა. მას უცხოელ ჟურნალისტად იცნობდნენ. ის ოჯახს ინტერვიუს აღების მიზნით დაუკავშირდა. ოსმაევის მეუღლემ თავდაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა.


ამჟამად ორივე მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება.


შსს-ს წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმისას ცეცხლი მანქანიდან გაიხსნა. შემთხვევის ადგილზე სამი პისტოლეტი ნახეს - ორი "მაკაროვი" და ერთი "გლოკი". პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner