აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშება. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.
„იმისათვის, რომ შევასრულო ჩემი ძირითადი მოვალეობა, რაც ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვაში გამოიხატება, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშება", - განაცხადა ტრამპმა.
პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიო ლიდერებმა მოაწერეს ხელი, სათბური აირების შემცირებას ითვალისწინებს.