logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის შტაბის უფროსის მიმართ გამოძიება დაიწყო
- +

2 ივნისი. 2017. 01:03



საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის, ამჟამად კი მისი მთავრობის მინისტრის, რიშარ ფერანის მიმართ. პროკურორმა მიზეზად ადგილობრივ მედიაში მინისტრის ფინანსური ოპერაციების შესახებ რეგიონებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები დაასახელა.


ამ პუბლიკაციების მიხედვით ფერანის ხელმძღვანელობით 6 წლის წინ არსებული ურთიერთდახმარების სადაზღვევო კომპანია ბრეტანში, საოფისე ფართებს მისი ცოლისგან ქირაობდა. ამას გარდა, მედიის ცნობით, უკვე პარლამენტში ყოფნის დროს, მან თანასემწედ საკუთარი ვაჟი აიყვანა და 4 თვის განმავლობაში მის ხელფასს პარლამენტის ფონდებიდან იხდიდა. მინისტრი უარყოფს ყველა ამ ბრალდებას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner