საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის, ამჟამად კი მისი მთავრობის მინისტრის, რიშარ ფერანის მიმართ. პროკურორმა მიზეზად ადგილობრივ მედიაში მინისტრის ფინანსური ოპერაციების შესახებ რეგიონებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები დაასახელა.
ამ პუბლიკაციების მიხედვით ფერანის ხელმძღვანელობით 6 წლის წინ არსებული ურთიერთდახმარების სადაზღვევო კომპანია ბრეტანში, საოფისე ფართებს მისი ცოლისგან ქირაობდა. ამას გარდა, მედიის ცნობით, უკვე პარლამენტში ყოფნის დროს, მან თანასემწედ საკუთარი ვაჟი აიყვანა და 4 თვის განმავლობაში მის ხელფასს პარლამენტის ფონდებიდან იხდიდა. მინისტრი უარყოფს ყველა ამ ბრალდებას.