logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: თუ ბავშვის გართობა გინდათ, თავად ეთამაშეთ!
- +

2 ივნისი. 2017. 02:59



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კვლევას მოვუსმინე რადიოში: საქართველოში შემოტანილი საბავშვო სათამაშოების 90% საშიშია ჯანმრთელობისთვის. დანარჩენი 10%, როგორც ჩანს, ის ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც ძვირია.

 

ტოქსიკური სათამაშოს ყიდვას, ჯობს, საერთოდ არ ვუყიდოთ. შეიძლება დღეს ბავშვმა ფეხები აბაკუნოს, მაგრამ ხვალ ჯანმრთელი იქნება. მოკლედ, არ მოწამლოთ არც საკუთარი და არც სხვისი შვილები, არ იყიდოთ ნაგავი სათამაშოები, თუ ბავშვის გართობა გინდათ, თავად ეთამაშეთ", - წერს უძილაური.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner