2017 წლის აპრილში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა.
2017 წლის აპრილში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
მეტალურგიული მრეწველობა - 33%
უძრავი ქონება - 17%
სასტუმროების და რესტორნების სექტორში - 15%.
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში:
საქონლის ექსპორტი გაიზარდა 30 %-ით;
ფულადი გზავნილები გაიზარდა 12%-ით;
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები - 26%-ით.