logo_geo
eng_logo
ქართული პროექტი „მოქალაქე წმინდანი“ კანის კინოფესტივალის პლატფორმაში CINEMA DU MONDE მიიღებს მონაწილეობას
- +

5 აპრილი. 2016. 18:31



თინათინ ყაჯრიშვილის პროექტი „მოქალაქე წმინდანი" წელს კანის კინოფესტივალზე „მსოფლიო პავილიონში" (Cinema du Monde) წარსდგება.


პავილიონისთვის მთელი მსოფლიოდან სულ 10 პროექტია შერჩეული.


Cinema du Monde - ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს, განავითარონ პროექტი, მოიძიონ ევროპელი კოპროდიუსერები, შეხვდნენ დისტრიბუტორებს...


წინა წლებში ამავე პავილიონში მონაწილეობას იღებდა არაერთი ქართული პროექტი, რომელიც შემდგომ წარმატებულ ფილმებად იქცა.


„მოქალაქე წმინდანი"ეროვნული კინოცენტრის 2015 წლის პროექტის განვითარების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. პროექტის პროდიუსერია ლაშა ხალვაში.


 


წყარო: GNFC - Georgian National Film Center

right_banner right_banner
არქივი
right_banner