„Reuters"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარ თავდასხმას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მანილას ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ხანძარი გააჩინა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
სამართალდამცველების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა კვამლისგან გაიგუდა. დაშავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოკლა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.