logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით, აშშ „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გამოდის
- +

2 ივნისი. 2017. 11:02



აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან" გამოვიდა.


ტრამპის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის სიმდიდრის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ გადანაწილება ხდება, ხოლო შეთანხმების დებულებების დაცვა 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა.


ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით აშშ გამოდისკლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან . ჩვენ გამოვდივართ ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ამავდროულად ვიწყებთ ამ შეთანხმებაზე შეერთებას, უკვე ახალი პირობებით ან განვიხილავთ საერთოდ ახალ შეთანხმებას იმ პირობებით, რომელიც ხელსაყრელი იქნება აშშ-სთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


მისი თქმით, ის მზად არის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან.

 

დღეიდან აშშ შეწყვეტს პარიზის სარეკომენდაციო შეთანხმების შესრულებას და მოიშორებს დრაკონულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწვება. ეს მოიცავს წვლილის შეტანას გაერო- მწვანე კლიმატურ ფონდში, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება", - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმებიდან გამოსვლა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს პასუხობს.


პარიზის შეთანხმების დებულებების შესრულება და ენერგეტიკის სფეროში დამამძიმებელი შეზღუდვები ამერიკას ძვირი დაუჯდებოდა, 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა. არც ერთი პასუხისმგებელი ლიდერი თავის ხალხს ასეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში არ დააყენებდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner