logo_geo
eng_logo
ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე დააკლდებიან
- +

2 ივნისი. 2017. 11:36



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ამხანაგურ და ოფიციალურ შეხვედრებში, ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე დააკლდებიან.

ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს „სამტრედიას" მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაემატა.


ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ოთხი - საქართველოს ეროვნული ლიგიდან.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:



მეკარეები: გიორგი მაკარიძე („მორეირენსე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია", სამტრედია);


მცველები: ოთარ კაკაბაძე („ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ",ყაზახეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე („ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი („ირტიში",ყაზახეთი);


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ვყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი („დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო",თბილისი), ვაკო გვილია („ბატე", ბელარუსი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი („ლეგია",პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი);


თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი („ატირაუ", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („დინამო",თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე („ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე („შახტარი", უკრაინა);


ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი ქიმაძე („ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია („დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე („დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური („ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე („სილკებორგი", დანია);


საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ლორიასა და ლევან მჭედლიძის გარდა, ასევე გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.


საქართველოს ნაკრები, 7 ივნისს, 20:00 საათზე, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ, მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.


11 ივნისს კი, ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner