logo_geo
eng_logo
მელორ ვაჩნაძე: როდესაც ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტებს ებრძოდნენ, თენგიზ გუნავა რუს გენერლებთან ერთად ქეიფობდა!
- +

2 ივნისი. 2017. 14:22


 

„თითქმის ორი წელია, არც ერთ პრესკლუბში არ ვყოფილვარ და რომ არა, ბოლო დროს ყოფილი ნაციონალისა და დღეს უკვე „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ზუგდიდს ხვიჩა ცხაკაის სახით ჰყავს „მაყურებელი", არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი. ეს განცხადება გააკეთა თენგიზ გუნავამ", - ამის შესახებ უფლებადამცველმა მელორ ვაჩნაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თემურ გუნავას შესახებ ისაუბრა.


როგორც ვაჩნაძე აღნიშნავს, გუნავას მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, სწორედ ამიტომ ისაუბრა მან ხვიჩა ცხაკაიას შესახებ, რომელიც ვაჩნაძის შვილის ნათლია და მეგობარია. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, კანონიერი გზით აუცილებლად აგებინებს გუნავას პასუხს მის სიტყვებზე.  


„თენგიზ გუნავა არის ერთგული ჯარისკაცი და მონა მიხეილ სააკაშვილის, ძმები ახალაიებისა და მეგის ქარდავასი. ეს ადამიანი სამეგრელოს რეგიონში მოსვლის დღიდან ეწეიოდა სამეგრელოს მოსახლეობის ტერორს. მისი მოსვლისთანავე ასამდე პოლიციის თანამშრომელმა უარი განაცხადა პოლიციაში სამსახურზე, ვინაიდან მისი დავალებები წარმოუდგენელი იყო. ეს ადამიანები არ თანხმდებოდნენ იმ პოლიტიკას, რასაც თენგიზ გუნავა ატარებდა. მას უნდოდა, ყველა, ვინც მის აზრსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, ციხეში ჩაესვა, ეს ხდებოდა იარაღისა და წამლის ჩადებით, ამიტომ თენგიზ გუნავამ დაიტოვა მხოლოდ ერთგული მონები და წლების მანძილზე სამეგრელოს 150 000 წარმომადგენელი დააკავა. ამ ადამიანის სახელს უკავშირდება ის კასრები, სადაც დამალულ ფირებზე ათასობით ადამიანის წამებაა ასახული. ხელისუფლების დანაშაულია, რომ ეს ადამიანი დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული იმ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უამრავი ადამიანის უკანონოდ დაპატიმრებისთვის.

 

2008 წელს ეს ადამიანი, გოროზიასთან ერთად, ერთ-ერთი რუსი გენერლის მძღოლი იყო. მაშინ კი, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტებს ებრძოდნენ, თენგიზ გუნავას არც ერთი რესტორანი არ გამოუტოვებია რუს გენერლებთან ერთად და ქეიფობდა.

 

და ეს ადამიანი დღეს პარლამენტარია, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელია, თუმცა, ვერასოდეს ჩამოირეცხავს იმ ნაციონალურ წარსულს, რომელიც მას უკავშირდება მეგის ქარდავასთან ერთად, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისი შეხედულებაც მათსას ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ასეთია ხვიჩა ცხაკაია, რომელიც ჩემი შვილის ნათლიაა, 60 წლის უპატიოსნესი ადამიანი. ხვიჩა ცხაკაია 2008 წელს მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ყველგან, სადაც ხმა მიუწვდებოდა, ამბობდა, რომ ნაციონალების პოლიტიკა იყო ძალადობრივი და არაადამიანური. ხოლო 2008 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე, გუნავას, მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას პირდაპირ მწამებელი და მოძალადე უწოდა, ამის გამო ის დააკავეს და გააფორმეს, თითქოს მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც მიესაჯა 14 წელი.

 

მე მივმართავ თენგიზ გუნავას, იმის გამო, რომ ხვიჩა ცხაკაია ჩემი შვილის ნათლიაა და, მოგეხსენებათ, გუნავას ჩემს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხვიჩა ცხაკაიას სახელის ხსენება და ჩემთან დაკავშირება არ გამოუვა. ყველანაირი კანონიერი გზით ვეცდები, ბოდიში მოიხადოს", - აცხადებს ვაჩნაძე.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner