logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: რომ არა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებდა
- +

2 ივნისი. 2017. 14:28


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ აი ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „მეხუთე კოლონის" წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტულ ორგანიზაციას და ფეთჰულა გიულენის მოძრაობას, ზიანს აყენებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ტერორიზმთან ბრძოლაში.


მისი თქმით, ტერორისტების თანამზრახველები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.


ღალატის პერიოდი წარსულში დარჩა. „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ჭეშმარიტი განზრახვები 2015 წელს გამოვლინდა, ხოლო გიულენის მხარდამჭერების კი - 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას.

რომ არა საზღვარგარეთიდან მათი მხარდაჭერა, თურქეთი, ამ წლის ბოლომდე ბოლოს მოუღებდა ტერორისტულ ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ტერორისტებისთვის გაწეული ეს მხარდაჭერა უსასრულო არ იქნება", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner