შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი რუსულნომრიან სატვირთო ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. მათი ინფორმაციით, მანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილ ტექნიკას. ავტომანქანები მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სამხედრო მანქანა, რომელთაც რუსული სატრანზიტო ნომრებით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციის ორ ეკიპაჟს ჰყავდა გაჩერებული და მძღოლებს საბუთებს უმოწმებდა.