ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსის" ტურნირს მესამე წრეში გამოეთიშა. მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-4 ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა ანგარიშით - 0:6 1:6 0:6. აღსანიშნავია, რომ ნადალი „როლან გაროსის" 9 გზის ჩემპიონია.
25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში მესამედ გამოდის „როლან გაროსზე".