logo_geo
eng_logo
„ადვილია ლამაზი სიტყვებით მანიპულირება - კოფერფილდი, ჰარი პოტერი“ - სუბარი პრეზიდენტს პასუხობს
- +

2 ივნისი. 2017. 17:14



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხრიდან არც ერთი განცხადება არ შემოსულა, იმის თაობაზე, რომ იგი თავშესაფარს ითხოვდა.

 

„ძალიან ადვილია ასეთი ლამაზი სიტყვებით მანიპულირება - კოფერფილდი, ჯადოქარი, ჰარი პოტერი... კი ბატონო, პრეზიდენტს უფლება აქვს, ასე ილაპარაკოს, არავინ არ უშლის ხელს. მე ცოტა სხვანაირად, სიღრმისეულად შევხედავ... ეს ადამიანი დაახლოებით ორი წელია ცხოვრობს საქართველოში, მოღვაწეობს და ამ ორი წლის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტროა უშუალოდ პასუხისმგებელი ამ თემაზე, რომ მას დევნიან და ამის გამო, ის ითხოვს გარკვეულ სტატუსს, მაგალითად, ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს. მას არ მიუმართავს გაერო-ს უმაღლესი კომისარიატისთვის, რომლის ამიერკავკასიის ოფისი ასევე არის თბილისში, არ უთქვამს, რომ მას დევნიან და ითხოვს თავშესაფარს, შეეძლო, მიემართა რომელიმე საელჩოსთვის. აქედან აპრიორი იმის თქმა, რომ ეს ადამიანი იდევნებოდა, იმის გამო, რომ რაღაცას იკვლევდა ან არ იკვლევდა, ცოტა გამიჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ასე არ იყო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე დღეს სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

 

ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ - კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner