ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამოაბრძანეს.
ხატი სპეციალურად მახათაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის დაიწერა.
ხატი ხარების დღესასწაულამდე მახათაზე მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული. 7 აპრილს მშენებარე ტაძარში აღევლინება ხარების დღესასწაულის სამღვდელმთავრო წირვა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად, საქართველოში ჩამოაბრძანეს ღირსი მამა გაბრიელ ათონელის ხატი.