ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
კერძოდ სოფელ მერიის ხიდიდან მდინარე ჭახვათას ხიდამდე მიმდინარეობს პრობლემური მონაკვეთის მოასფალტება.
გზის სამშენებლო სამუშაოებს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბაქარ ბაბუხადიასთან ერთად გაეცნო.
პროექტი, რომლის ღირებულება 4,1 მლნ ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.