logo_geo
eng_logo
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

2 ივნისი. 2017. 17:55




ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.


კერძოდ სოფელ მერიის ხიდიდან მდინარე ჭახვათას ხიდამდე მიმდინარეობს პრობლემური მონაკვეთის მოასფალტება.


გზის სამშენებლო სამუშაოებს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბაქარ ბაბუხადიასთან ერთად გაეცნო.


პროექტი, რომლის ღირებულება 4,1 მლნ ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/18928230_1555696044494646_75392769_n.jpg?oh=405c4ffa1f7dfa697318eb8f9b88bdb4&oe=59339A38

 

 

 

Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/18947129_1555698024494448_1087749190_o.jpg?oh=3865b0ce28bd2e474c98aab81d7c6e28&oe=59339240


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner