„პრეზიდენტის განცხადებით თუ სახელმწიფო იმიჯი ზარალდება ამას ტავად უწყობს ხელს" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის" პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. გაბუნია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემას გამოეხმაურა და თვლის, რომ მარგველაშვილი მომხდარ ფაქტს პიარის გასაკეთებლად იყენებს. ის პრეზიდენტის განცხადებებს ქვეყნის იმიჯის შემლახველად თვლის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მარგველაშვილი აჰყვა ფეხის ხმას და პრეზიდენტი იქცევა, პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებლად. ის საუბრობს, რომ მომხდარი ფაქტით ქვეყნის იმიჯი ილახება, თუმცა მისი განცხადებები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის იმიჯის შელახვასთან" , -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.