logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ხელისუფლება ვერ მოიქცევა ოპოზიციონერივით პოპულისტურად
- +

2 ივნისი. 2017. 21:23


 

„როცა ხელისუფლების მიმართ ჟურნალისტი დაკავების ფაქტზე განცხადებები კეთდება ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. გაბუნია პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს  არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.


„ოპოზიცია და ხელისუფლება ვარაუდების დონეზე აკეთებს განცხადებებს, ამ ხალხს ერთადერთი მთავრი ნიშანი ხელისუფლების კრიტიკა აერთიანებთ და ამისთვის ხან კონსტიტუციას იყენებენ და ხან სხვა თემებს.

 

 ხელისუფლება ვერ მოიქცევა ოპოზიციონერივით პოპულისტურად" , - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


გაბუნია თვლის, რომ  კომენტარებს მომხდარის ირგვლივ აკეთებენ ის პირები ვინც საქმის ირგვლივ სიღრმისეულ ინფორმაციას არ ფლობენ. ის აქცენტს აკეთებს ასევე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაზე.

 

„ეს იყო შიშველი კრიტიკა, რასაც ოპოზიციამ მიმართა. უნდა იქნას გათვალისწინებული ყველაფერი, მათ შორის მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაც.

 

 ეს არის შესათანხმებელი საკითხი თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. არცერთი ჩვენგანისათვის  არ არის სულერთი ის, რაც მოხდა, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს ერთი დიდი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ჯგუფებთან შედარებით, კერძოდ ის, რომ მომხდარ ფაქტს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მათ შორის განცხადებასაც" , -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner