3 ივნისს, 19:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოში პრეზენტაცია გაიმართება. საიუბილეო გამოცემა ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლისთავს. წიგნის ყველა ეგზემპლარი შეკერილია ხელით, წარმოადგენს საკოლექციო გამოცემას და ყველაზე პატარა ზომის „ვეფხისტყაოსანს" მსოფლიოში (3.5X3.7სმ.).
გამოყენებულია XVII საუკუნის კალიგრაფისტის, მამუკა თავაქარაშვილის და უცნობი მხატვრის მინიატურები „ვეფხისტყაოსანი"-ს „წერეთლისეული" ნუსხიდან, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან.
წიგნი დაბეჭდილია ტილოს ქაღალდზე, ყდა-ნატურალური ტყავი, რომელსაც აკრავს თითბერის გრავირებული ფირფიტები. გამოცემა დანომრილია, თან ახლავს მაინდენთიფიცირებელი სერტიფიკატი, ლუპა და სასაჩუქრე ყუთი.