logo_geo
eng_logo
კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) ერთობლივი განცხადების განხილვა შეწყვიტა
- +

5 აპრილი. 2016. 19:39


 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის" განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის" შპს „კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.


შპს „კავკასუს ონლაინი" განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომთან" გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპანია საცალო და კორპორატიული მომსახურებების გასაწევად საჭირო აქტივების ან/და წილის გასხვისების თაობაზე ყველა სხვა მხარესთან, მათ შორის, შპს „მობიტელთან, („ბილაინი")" წყვეტს მოლაპარაკებებს, შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის" აღარ საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას შპს „მობიტელთან"(„ბილაინი") შესაძლო გარიგებაზე თანხმობის მისაღებად.


შპს „კავკასუს ონლაინის" განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომთან" ნასყიდობის ხელსეკრულება 2016 წლის 30 მაისამდე გაფორმდება.



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს" შპს „კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა ჯერ კიდევ 2015 წლის 19 ნოემბერს მისცა. კომისიამ შპს „მაგთიკომის"  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე.



ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner