logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: მჩხიბავ ექსპერტებს… განსაკუთრებით სულხანის ხსენებაზე რომ ტირიან...
- +

2 ივნისი. 2017. 22:45



facebook-მომხმარებელი სოსო ვაშაკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წილი ნაყარია, რასაც ვწერდი, ყველაფერი ასრულდა! ეხლა მჩხიბავი-ექსპერტების დრო მოსულა?

 

1. ვინც არჩევნებთან დაკავშირებით შევარდნაძეს ახსენებთ, ძალიან გენატრებათ? ჩემ პერიოდში 10-10 ათასი ბიულეტენი რომ დაურიგეთ 9 გამგებელს და მე არ მენდობოდით, რადგან არ ვიყავი არასდროს "მოქალაქეთა კავშირის" წევრი და პრესინგით "მემუშავებოდით", მაინც ყველაზე კარგი შედეგი დავდე... ეს შეხსენებისთვის.

 

2. მჩხიბავ ექსპერტებს... განსაკუთრებით სულხანის ხსენებაზე რომ ტირიან - რაო, მეც სულხანივით მოვკვდე, ქონება რომ დამიბრუნონ?!

 

და იმ ბოღმის ბუკეტს - „ხუხას": რაც გია კობახიძეს ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული, იმის ნახევარი რომ გაგეკეთებინა, კარგი იქნებოდა. შენ კი ვინ გისმენს საერთოდ?!

 

და ბოლოს, თქვე მჩხიბავებო, სიცოცხლის გარდა იმ "ნაცნაბოზვრებმა" ყველაფერი წამართვეს, მაგრამ ვერავინ გამაბოროტა, თქვენგან განსხვავებით! მე აწ წასულ და დღეს ცოცხალ კაცებთან მიმიუშავია, ჩამოგითვალოთ?თემურ ფიფია, ირაკლი ანდრიაძე და ბადრი შოშიტაიშვილი... ღმერთმა დიდხან აცოცხლოთ - ნუგზარ ფოფხაძე და ნიკო ლეკიშვილი.

 

p.s. ეხლა საუბრობენ წყაროზე ირაკლი კობახიძეზე... მამამისი ბოლოს როდის ვნახე, არც მახსოვს, თუმცა 10 წლის მერე რომ შევხვდე, ზუსტად ისე შევხვდებით, როგორც 1990-იანების დასაწყისში! აი ეს განსხვავებააა ჩვენსა და თქვენ შორის, მჩხიბავო ექსპერტებო!" - წერს სოსო ვაშაკიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner