logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მინდოდა, ხელი არავის შეეშალა სიმართლის დადგენაში...
- +

2 ივნისი. 2017. 23:37


 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ეს არჩევნები არ იყო, არც 2012-ში, არც 2016-ში! (ალბათ, იგივე ვითარება იქნება წელსაც. რას აპირებენ, არ ვიცი...)

 

მინდოდა - მანიაკების, მამაჩემის (და არამარტო!) მკვლელების, სამშობლოს გამყიდველების, კაცების მწამებლებისა და გამაუპატიურებლების მოცილება ხელისუფლებიდან; მინდოდა, გაემართლებინა ყველას, ვისაც ვენდობოდი; მინდოდა, თავისუფლად მევლო ჩემს სამშობლოში, მიმესწრო ცოცხალი დედაჩემისთვის;  მინდოდა, ყველა სახელმწიფო დამნაშავეს სამართლებრივად ეგო პასუხი, თუნდაც, ნუ ჩალპებოდნენ ციხეში, მათ ცოდვების სიმძიმე და საქვეყნოდ, კანონის გალაწუნებაც ეყოფათ (აქ კეკლუცობად არ ჩამითვალოთ, მაგრამ არ ვეთანხმები აზრს, რომ უნდა ჩაიქოლონ. არა! მსხვერპლად ყოფნა დიდი ფუფუნებაა არამზადებისთვის, ეს ერთგვარი გამოსყიდვაა მათი ცოდვების); მინდოდა, დაწყებულიყო მამაჩემის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება და ყველაზე მთავარი რაც არის -  მინდოდა, ხელი არავის შეეშალა სიმართლის დადგენაში.

 

საბედნიეროდ, ბევრი ჩემი ნატვრა ახდა, მაგრამ ყველაზე მთავარი მოიკოჭლებს - სამწუხაროდ, ხელის შეშლის ნიშნები იკვეთება და დანარჩენს, როცა ჩამოვალ ამ ზაფხულს (იმედია, მშვიდობით), მერე გიამბობთ ყველას, საჯაროდ, კამერებისა და ჟურნალისტების წინაშე, ყველა მტკიცებულებით ხელში.

 

მესმის, რომ შესაძლოა, თავს ზემოთ ძალა არ იყოს და ვერ შვრებოდნენ, მაგრამ მაინც - როცა გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. მე დახმარებას არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ ხელი არავინ შემიშალოს არც მე და პირველ რიგში, არც გამოძიებას!!!

 

რაღაც ვერ ვატყობ ვიღაც-ვიღაცეებს გულის გულობას, ხოლო ორი ხელით ვინ რას მიირთმევს, ამას ყველა დაინახავს მალე", - წერს შარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner