19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა - ირაკლი ჟორჟოლიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ამავე სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაია;
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე
შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.
ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:
ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);
უპირატესობა მიენიჭება
რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ'') და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:
პროგრამა N1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება
ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) - 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
პროგრამა N2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი
ბერდია ჩანქსელიანი (პროგრამის ოფიცერი) - 598114141; b.chankseliani@fondi.gov.ge
პროგრამა N3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
ილია ჩხეიძე (პროგრამის ოფიცერი) - 577950057; i.chkheidze@fondi.gov.ge
პროგრამა N4. ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა
ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) - 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge