„ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და გავიგო, რომ „რესპუბლიკელები" თავიანთი ოჯახებიანად სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ. ერთხელ და სამუდმოდ დასრულდება მათი პარპაში საქართველოში", - აღნიშნული განცხადება „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მსახიობმა გივი სიხარულიძემ გააკეთა.
მისი შეფასებით, ეს პარტია ევროპის ინტერესებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე ეროვნულს.
„მძაგს ეს პარტიები, რომლებიც ამერიკელებისა და ევროპელების გულის მოსაგებად მზად არიან, საქართველო მიწასთან გაასწორონ. ზუსტად ამ პოლიტიკას ემსახურებიან „რესპუბლიკელები", ეს არის ყველაზე უსინდისო პარტია მთელ მსოფლიოში", - განაცხადა სიხარულიძემ.