logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სოსო ოსურაული ცოცხალია - გადამოწმებული ინფორმაცია გვაქვს!
- +

3 ივნისი. 2017. 00:02


 

ლალი მოროშკინამ  საავტორო გადაცემაში „ფაბრიკა" კონგოში, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პილოტის, სოსო ოსურაულის შესახებ ისაუბრა. მოროშკინას თქმით, ეს არის თემა, რომელიც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უნდა ტკიოდეს.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა უცხოელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს,  მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქართველი გმირის ბედი.

 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ფირი, სადაც სოსო მიმართავს დედას, მიმართავს საქართველოს, რომ ის განწირულია, ის აჯანყებულ კონგოშია და ალბათ, არ უწერია უკან დაბრუნება, რადგან საქართველო არ გადაიხდის იმ ფასს, რასაც ქვია ქართველი ვაჟკაცის გამოსყიდვის ფასი. ჩვენ გვინდა მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაასაჯაროოს ეს ფირი და ჩვენ, ქართველებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქართველი ვაჟკაცი სამშობლოს დაუბრუნდეს.

 

საქმე იმაშია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის დროს პრაქტიკულად მთელი ესკადრილია, ახალგაზრდა ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩნენ და ვინაიდან მათ ოჯახები ყავდათ სარჩენი, ისინი აფრიკელ მეომრებთან აღმოჩნდნენ და ხშირად აფრიკელი ტერორისტების მსხვერპლი ხდებიან. სწორედ ასეთი მსხვერპლია სოსო ოსურაული, რომელიც დღეს ცოცხალია და ჩვენ ამის გადამოწმებული ინფორმაცია გვაქვს" , -განაცხადა მოროშკინამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner