logo_geo
eng_logo
დავით ნემსაძე: სახელმწიფოს ერთი მფრინავის აღზრდა 72 კგ ბაჯაღლო ოქრო უჯდება!
- +

3 ივნისი. 2017. 00:13


 

ლალი მოროშკინამ  საავტორო გადაცემაში „ფაბრიკა" კონგოში, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პილოტის, სოსო ოსურაულის შესახებ ისაუბრა. მოროშკინას თქმით, ეს არის თემა, რომელიც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უნდა სტკიოდეს. გადაცემის სტუმარმა, თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქართველი მფრინავი აფრიკაში აღმოჩნდა.


„სოსო ოსურაულის აფრიკაში წასვლა ეს იყო ტრაგედია, რადგან ერთი მფრინავის აღზრდა სახელმწიფოს უჯდება 72 კგ ბაჯაღლო ოქრო, მითუმეტეს, რომ 2008 წლია ომის დროს ოსურაულმა მე-2 ქვეითი ბატალიონი რუსეთის ჯარების ალყიდან იხსნა. ეს უნდა სცოდნოდათ თავდაცვის სამინისტროში, როცა ასეთი მფრინავი ტოვებდა შეიარაღებულ ძალებს.

 

თუმცა არა მარტო მან, მთელმა ესკადრელიამ, რადიოსპეციალისტებმა, ბორტტექნიკოსებმა მასიურად დატოვეს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ აფრიკაში. სოსო ოსურაული პირადად განიცდიდა ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის კადრების მიერ. ეს იყო პიროვნება, რომელსაც ჩხალთის დაბომბვა უბრძანეს ემზარ კვიციანის დროს, კატეგორიული უარი განაცხადა და ამის გამო სერიოზული პრობლემები ქონდა. სოსოს წამოსვლის შემდეგ ისეთი კადრები დაწინაურდა, რომლებსაც უშუალო შეხება ქონდათ პოლიტიკურ პროცესებთან. ეს იცის არმიამ, ჯარმა, არაფერი იმალება" , -განაცხადა დავით ნემსაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner