გერმანიაში როკფესტივალიდან - Rock am Ring 80 000 მაყურებლის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული საფრთხე არსებობდა. პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზატორებმა ყველა დამსწრეს ტერიტორიის მშვიდად დატოვებისკენ მოუწოდეს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ღონისძიებას ხვალ განაგრძობენ.